facebook pageview

ფეხბურთის წრე

სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის წრე პირველი-მეცხრე კლასის ყველა მოსწავლისათვის. საწრეო მუშაობას უძღვება   მაღალკვალიფიციური მწვრთნელი ბატონი გიორგი ხელაშვილი.

 ფეხბურთი - მოსახლეობის ფართო ფენების ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის განმტკიცების თვალსაზრისით სპორტის სხვა სახეობათა შორის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი საშუალებაა. ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ძალზე პოპულარულია. იგი ათლეტური თამაშია და ხელს უწყობს ისეთი ფიზიკური თვისებების განვითარებას, როგორიცაა სისწრაფე, ძალა, გამძლეობა, მოქნილობა და სიმარჯვე. ფეხბურთის თამაშის არსი - ესაა ბრძოლა ორ გუნდს შორის, რომელთა მოთამაშეებს აერთიანებთ საერთო მიზანი - გამარჯვების მოპოვება. გამარჯვებისაკენ სწრაფვა ავითარებს კოლექტიურ მოქმედებებში მონაწილეობის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის გრძნობას.

იმდენად, რამდენადაც საწვრთნელი მეცადინეობები და თამაშები პრაქტიკულად მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში და თანაც სრულიად განსხვავებულ კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პირობებში, ეს თამაში ხელს უწყობს ფიზიკურ წრთობას, ორგანიზმის წინააღმდეგობისუნარიანობის ამაღლებას და ადაპტაციური შესაძლებლობების გაფართოებას.

ფეხბურთის  წრის  მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს სასწავლო დღის სრულფასოვნად და ხალისიანად დასრულებაში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 90 60 11.