შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინოში“ ტრადიციულად ჩატარდა კონკურსი ,,ვინ უკეთ იცის მათემატიკა“
კონკურსის მიზანია, დაწყებით საფეხურზე მათემატიკური უნარების განვითარება/გამყარება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობდნენ მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.
კონკურსი, დებულების შესაბამისად, ჩატარდა სამ ტურად.
მე-3 ფინალურ ტურში გაიმარჯვა მე-4 კლასის მოსწავლემ ‼️გიორგი ნადიბაიძემ, მე-5 კლასის მოსწავლემ ‼️მიხეილ ბასილაიამ და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ‼️იაკობ ოზდემირმა და ‼️დავით შინჯიკაშვილმა.
აღნიშნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი. ფინალურ ეტაპში მონაწილენი , მათ შორის მე-2 და მე-3 ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტებს დიპლომებთან ერთად გადაეცათ ფასიანი საჩუქრები დირექტორისაგან.
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მათამატიკის კათედრის ყველა წევრს და მის ხელმძღვანელს,სკოლის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ავთანდილ ლომსიანიძეს მეტად სასარგებლო და საჭირო ღონისძიების ჩატარებისათვის.