facebook pageview

სკოლის მისია

შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინო“ არის კერძო სამართლისიურიდიულიპირი, რომელიც დამოუკიდ ებლადახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადიგანათლების მიღებას დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლოგეგმის შესაბამისად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებაში განსაზღვრული მიზნები და ამოცანები შეესაბამება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს და ითვალისწინებს:
ა) ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო და ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობას. 

მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებს,რომელიც დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ცვალებადია.