facebook pageview

დებულება

 

დანართი

 

დამტკიცებულია დირექტორის 2016 წლის 19 მაისის  N83 ბრძანებით

 

შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ,,ნინო–ს დებულება

 

  1. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო

 

ეს დებულება აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების - შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო–ს (შემდგომში - სკოლა) საგანმანათლებლო საქმიანობას, სკოლის მართვის პრინციპებსა და წესებს.

 

მუხლი 2. სკოლის სტატუსი

  1. სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  2. სკოლის სრული სახელწოდებაა: ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო.“
  3. სკოლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, ვარკეთილის მე–2 მ/რ, 11ა, ინდექსი 1063, ვებ-გვერდი www.ninoskola.ge
  4. სკოლაში სწავლების ენა არის ქართული.
  5. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სხვა ნორმატიული აქტებით, სკოლის შინაგანაწესით და ამ დებულებით.       
  6. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
  7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ემბლემა, ბეჭდები, შტამპი, ტიტულოვანი ფურცელი, საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა; სკოლის საიდენტიფიკაციო კოდია 208142534.
  8. სკოლაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები.

             

 

მუხლი 3. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

 

1.სკოლის მიზანებია:

ა) ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო და ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

2.ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სკოლა უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს სასკოლო სასწავლო გეგმა, მოსწავლეთა შეფასების სისტემა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ბ) შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება/პროგრამები;

გ) შეარჩიოს სწავლება–სწავლის/აღზრდის ფორმები, სასწავლო მეთოდები, სასწავლო რესურსები/საშუალებები, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები;

დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სააღმზრდელო–საგანმანათლებლო  სამუშაოს წლიური გეგმა/პროგრამა და გაკვეთილების განრიგი  (ცხრილი);

ე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სკოლის განვითარების პროგრამა/სტრატეგია, პერსონალის სამუშაოს გრაფიკი, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების (გაკვეთილების) განრიგი;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დამოუკიდებლად აირჩიოს სასწავლო პროცესის შეფასების სისტემა (ზოგადად შეფასება), ფორმები, მოსწავლეთა შუალედური შეფასების თანმიმდევრობა და პერიოდულობა;

ზ) განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები და უზრუნველყოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, მათ შორის ფასიანი მომსახურება ძირითადი საგანმანათლებლო მომსახურებისგან (სტანდარტს ზემოთ) დამოუკიდებლად, რომელიც განსაზღვრავს სკოლის სტატუსს და თავისებურებას;

თ) განახორციელოს დამატებითი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, სკოლის მიზნებს და ამოცანებს,  რომელიც უშუალოდ კავშირში არ არის საგანმანათლებლო მომსახურებასთან/პროგრამებთან და აღნიშნული საქმიანობა ხელს უწყობს სკოლის ძირითადი ფუნქციის/მიზნების შესრულებას;

ი) ჩამოაყალიბოს ან/და მიიღოს მონაწილეობა საგანმანათლებლო ასოციაციების (ორგანიზციების) შექმნასა და საქმიანობაში;

  1. სკოლა ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლების ხელფასის სრული და დროული გაცემა, მოქმედი კანონმდებლობის და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს სკოლის პერსონალის უსაფრთხო სამუშაო პირობები;

გ) წარუდგინოს სახელმწიფო ორგანოებს სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

დ) უზრუნველყოს სკოლის უძრავი და მოძრავი ქონების სათანადო მდგომარეობაში შენახვა, დროულად შეასრულოს ქონების შეკეთება და რემონტი სკოლის მიზნების და ამოცანების შესაბამისად;

ე) განახორციელოს  სამოქალაქო თავდაცვის და მობილიზაციის ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

  1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა პასუხისმგებელია:

ა) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების შეუსრულებლობისათვის;

ბ) სასკოლო–სასწავლო გეგმის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების არასრულად განხორციელებისათვის;

გ) სასკოლო–საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობისასსკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე;

დ) სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებების და თავისუფლებების დარღვევაზე;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

 

მუხლი 4. სკოლის მართვის პრინციპები

  1. სკოლა უზრუნველყოფს:

ა)სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მასწავლებელთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

გ) მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) კონკურსების და არჩევნების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

  1. სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

 

  1. სკოლის სტრუქტურა და მართვა

 

მუხლი 5. სკოლის სტრუქტურა

  1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, სკოლის ადმინისტრაციას.
  2. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილეებისა და ბუღალტრისგან.
  3. სკოლის ადმინისტრაცია მოიცავს დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს.
  4. სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს განეკუთვნება: ფინანსურ მენეჯერი, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, იურისტი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი.
  5. სკოლის ტექნიკურ პერსონალს განეკუთვნება: დირექტორის თანაშემწე, დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, საცურაო აუზის მენეჯერი, ბუფეტის მენეჯერი, დამლაგებელი, მძღოლი.
  6. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია, საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა ან/და დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

 

მუხლი 6. პარტნიორთა კრება და სკოლის დირექტორი

  1. სკოლის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. პარტნიორთა საერთო კრება თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორს. პარტნიორთა საერთო კრება უფლებამოსილია, გაეცნოს სკოლაში მიმდინარე სასწავლო თუ სხვა პროცესების მიმდინარეობას, მოითხოვოს სკოლაში მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა; პარტნიორთა საერთო კრების სხვა უფლებამოსილებანი განსაზღვრულია შპს–ს წესდებით.
  2. პარტნიორთა საერთო კრება თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორს. სკოლის დირექტორი:

ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

ბ) ამტკიცებს სკოლის დებულებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, სკოლის ბიუჯეტს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სხვა აქტებს;

გ) ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესსა და პირობებს;

დ)  განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის პერსონალის შრომის ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან არაკვალიფიციურობის დადასტურებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე)შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას და საშტატო განრიგს;

ვ)ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასების წესს;

ზ)მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს პედაგოგიური საბჭოს;

თ)ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს;  

ი)უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ;

კ) განკარგავს თანხებს სკოლის ბიუჯეტის მიხედვით;

ლ)განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

მ)  მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

ნ)აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლეებთან;

ო)იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდის ფორმების შესახებ;

პ)უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;

ჟ)უფლება აქვს დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის  და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრრისხეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:

ჟ.ა.) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;

ჟ.ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;

ჟ.გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ  წაქეზებისა;

ჟ.დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა;

რ) შპს–ს პარტნიორთა კრებას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წესდებით, დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას და სკოლის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს.

  1. სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

  1. სკოლის დირექტორი ვალდებულია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა განახორციელოს გონივრულად და პროპორციულად კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  2. სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს საორგანიზაციო-განმკარგულებელ აქტს – ბრძანებას.
  3. სხვადასხვა საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, დირექტორმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით;
  4. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.

ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

 

მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

  1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
  2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
  3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
  4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
  5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
  6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
  7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
  8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

 

მუხლი 8. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა) ამტკიცებს სკოლის მისიას;

ბ)ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კათედრების და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის;

გ)  ამტკიცებს საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას.

 

მუხლი 9. საგნობრივი კათედრები

1.სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ, აგრეთვე შესაძლებელია სკოლაში შეიქმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.

  1. კათედრის თავმჯდომარეს ნიშნავს სკოლის დირექტორი კათედრის წევრთაგან.

3.კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის  არჩევის თაობაზე);

გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

  1. სკოლის საგნობრივი კათედრებია:

4.1.დაწყებითი საფეხურის კათედრა;

4.2. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა;

4.3.საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა;

4.4. საბუნებისმეტველო მეცნიერებების კათედრა;

4.5. მათემატიკის კათედრა;

4.6. უცხო ენების კათედრა;

4.7. ესთეტიკური აღზრდის კათედრა.

  1. საგნობრივი კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა  განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა  და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ე) პერიოდულად ღია გაკვეთილების ორგანიზება, მასზე დასწრება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება  მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

  1. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

თავი III

სკოლის სტრუქტურული ერთეულები და პერსონალი

 

მუხლი 10. პერსონალის შრომითი ურთიერთობები

  1. სკოლის პერსონალი მოიცავს მასწავლებლებს, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პერსონალს და მოწვეულ პერსონალს.
  2. სკოლა უფლებამოსილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის შერჩევა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა ან/და მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
  3. პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
  4. სკოლის პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შინაგანაწესის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) შრომის კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.

 

  1. სკოლა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების, სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

 

 

მუხლი 11. მასწავლებელი

  1. მასწავლებლები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების შესაბამისად.
  2. მასწავლებლებელს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში;

ბ) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

გ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი წესით;

დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;

ე) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და შემოქმედებითი საქმიანობა;

ვ) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის პროგრამების (სილაბუსების), გეგმების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

  1. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;

ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

გ)  იზრუნოს  საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;

 

 

მუხლი 12. სტრუქტურული და საშტატო ერთეულების ფუნქციები

 

  1. დირექტორის მოადგილე - სასწავლო აღმზრდელობით დარგში:

ა) ხელმძღვანელობს სკოლის სასწავლო–აღმზრდელობით სფეროს;

ბ)კოორდინაციას უწევს მასწავლებლის მუშაობას სასწავლო გეგმის,  პროგრამების, სილაბუსების შემუშავებაში; აკონტროლებს სილაბუსების გაწერასა და მის შესრულებას;

გ)ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე;

დ)ახორციელებს მონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებადობასა და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა/გადაადგილება და სხვა); სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე;

ე)ორგანიზაციას უწევს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას, მასწავლებელთა შემოქმედებითი აქტივობისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას;

ვ)კოორდინირებს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრების მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს ინფორმაციას.

ზ)ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ოსტატობის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, შეაქვს წინადადებები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის შესახებ;

თ) დირექტორის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს;

ი) კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა მოძრაობას; (მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა/დაზუსტება);

კ) მონაწილეობს კათედრების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთა შერჩევაში;

ლ)აწარმოებს მონიტორინგს კლასების მიხედვით მოსწავლის მიერ თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზის და შეფასების, კლასების აკადემიური მოსწრების დინამიკის შესახებ; შეფასების პრინციპების სრული დაცვის, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენების შესახებ;

მ) აკონტროლებს მასწავლებლის მიერ ჟურნალების წარმოებას; მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვას და მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში შეტანას;

ნ) ესწრება გაკვეთილებს, ამოწმებს გაკვეთილებზე აქტივობების გამოყენებას,  მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;

ო)საგნის მასწავლებელთან და ფსიქოლოგთან ერთად, ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში; აძლევს მითითებებს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შესაქმნელად;

პ)იკვლევს და ეცნობა პედაგოგთა პროფესიული განვითარების რეალურ მდგომარეობას;

ადგენს პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებს და ამის შესაბამისად გეგმავს მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, უზრუნველყოფს მათ გეგმაზომიერად განხორციელებას;

ჟ)ორგანიზებას უწევს  საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას კათედრის ხელძღვანელებთან ერთად;

რ) მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის დამუშავება-შედგენაში;

ს)ხელს უწყობს მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნას;

ტ) ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

 

  1. დირექტორის მოადგილე – ადმინისტრაციულ დარგში:

ა) უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას;

ბ)ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

გ)ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების, დისციპლინის დაცვაზე;

დ)ხელმძღვანელობს ხარისხის მართვის მენეჯმენტს;

ე)ორგანიზებას უწევს სკოლის ღონისძიებებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს.

ვ)ზედამხედველობას უწევს სკოლის საინფორმაციო განვითარებას (საინფორმაციო კუთხე, სკოლის ვებ-გვერდი და ბიბლიოთეკა);

ვ)ზრუნავს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე;

ზ)ზრუნავს სასკოლო დისციპლინის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესაებისათვის;

თ)საქმიანობა წარმართოს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას ბავშვების კეთილდღეობისთვის;

ი)სკოლის დირექტორს წარუდგენს  წინადადებებს  სკოლის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;

კ)ხელმძღვანელობს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებების სამუშაოებს, ახორციელებს ინფორმაციულ აუდიტს, ეძიებს სკოლასა და ოჯახს შორის ინფორმაციის  გაცვლის ფორმებს (წერილობითი კომუნიკაცია; მედია შეტყობინება; სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობები); აწარმოებს პიარ_მენეჯმენტს; სარეკლამო სამუშაოებს, საზოგადოების ინფორმირებას სკოლის შესახებ; კონტროლს უწევს ინფორმაციის მიმოსვლას; ურთიერთობს რესურსცენტრთან და სხვა სტრუქტურებთან (სამთავრობო; არასამთავრობო); ხელმძღვანელობს სკოლის საზოგადოებრივი ურთიერთობის სექტორს;

ლ)კოორდინაციას უწევს კლასის დამრიგებლების მეშვეობით მოსწავლეთა მშობლების ჩართვას სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

მ)კონტროლს უწევს სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან, სხვა ორგანიზაციებთან, სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი ფასიანი წრეების მუშაობის პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს.

ნ)ეხმარება კლასის დამრიგებლებს მოსწავლეთა საზოგადოებრივ ჩართულობის პროცესის სწორად განხორციელებაში. არჩევს და კოორდინაციას  უწევს საგნის  მასწავლებლებისა და დამრიგებლების მიერ მოწოდებულ კლასგარეშე მუშაობის გეგმებს და ახდენს ჩატარებული სამუშაოების ანალიზს;

ნ)ზრუნავს მოსწავლეთა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმაზე;

ო)ხელმძღვანელობს სასკოლო მიზნობრივი ექსკურსიების სათანადო უსაფრთხო დონეზე წარმართვას. თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის;

პ)ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

  1. ბიბლიოთეკის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული ცალკე დებულებით.
  2. იურისტის ფუნქციებია:

ა) სკოლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) შრომის ხელშეკრულებების მომზადება დაწესებულების პერსონალთან დასადებად;

გ) შრომითი ურთიერთობების კოორდინაცია;

დ)დაწესებულების თანამდებობის პირების მიერ გამოსაცემი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) სხვადასხვა სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების პროექტების მომზადება;

ვ) დაწესებულებაში შემოსული საჩივრების, განცხადებების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ზ)დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფა;

თ) დაწესებულების წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან.

  1. საქმისმწარმოებლის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად კოორდინაცია დაწესებულების საქმისწარმოების ორგანიზების, შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვაზე;

ბ) კოორდინაცია მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოებაზე დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) დაწესებულების მოსწავლეებისა და პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;

დ) სკოლაში შემოსული, გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად;

ე) დოკუმენტების და ბლანკების ფორმის შემუშავება;

ვ) დოკუმენტების გადაცემა სკოლის დირექციისათვის და შემსრულებლებისათვის, მათ შესრულებაზე კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება სკოლის დირექციისათვის;

ზ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭვდა, ასლის გადაღება; გასული დოკუმენტების დაგზავნა;

თ) ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მისი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;

ი) დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;

კ) სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი;

ლ) შესრულებული დოკუმენტის ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;

მ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;

ნ) საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;

ო) საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა;

პ) არქივიდან ცნობების, ბრძანების ამონაწერების და სხვა დოკუმენტების გაცემა;

ჟ) დაინტერესებულ პირთა მომსახურება, მათთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

რ) მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოება.

 

  1. სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის ფუნქციებია:

ა)სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) სკოლის ინტერნეტ-სერვისებით უზრუნველყოფა (ვებ-სერვისი, ელექტრონული ფოსტა);

გ) სკოლის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება (გაფართოება და მომსახურეობა);

დ) სკოლის შიდა ქსელური სერვისების პროგრამული უზრუნველყოფა;

ი) კომპიუტერის მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;

მ) კომპიუტერული რესურს-ცენტრების გახსნა;

ნ) სკოლის პერსონალის და მოსწავლეთა კომპიუტერთან დამოუკიდებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

ო) სკოლის პერსონალის სწავლება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;

პ) ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჟ)სკოლის დირექტორის და კურატორი დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;

  1. სკოლის ფსიქოლოგის ფუნქციებია:

ა)ფსიქოლოგიური კვლევა მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კლიმატის და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებების შესასწავლად;

ბ)თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისა და სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

გ) ზრუნვა მოსაწავლეთა სასწავლო მოტივაციისთვის;

დ)ქცევაში გარკვეული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა;

ე)საჭირო ფსიქოლოგიური რეკომენდაციების გაწევა მოსწავლესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად;

ვ)პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის,  განათლების პოლიტიკის საკითხების და კონკრეტული სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე მოსწავლეების  სწავლის სირთულეების კვლევა და მათზე სათანადო რეაგირება;

ზ) სკოლაში ფსიქიკური ჯანმრთელობის და მოზარდთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობა.

  1. სკოლის ფინანსური მენეჯერის ფუნქციებია:

ა)აწარმოოს სკოლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება;

ბ) განახორციელოს სკოლის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბუღალტრული ანგარიშგების საფუძველზე ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური და ოპერატიული ანალიზი, სკოლის ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება;

გ)საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;

დ) სკოლის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია და ბუღალტრის საქმიანობის მონიტორინგი;

ე) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;

ვ) აღრიცხვა-ანგარიშგების მონიტორინგი;

ზ)საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა, საგადასახდო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;

თ) უზრუნველყოს დაწესებულება მატერიალურ–ტექნიკური რესურსით, ინვენტარით, საკანცელარიო ნივთებით და სხვა საჭირო ფასეულობით, მათი აღრიცხვა;

ი)სკოლის ქონების ინვენტარიზაციის პროცესისთვის ხელისშეწყობა;

კ)სკოლის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) დირექტორის დავალებით ფინანსური და ეკონომიკური გარიგებების დადება სკოლის სახელით;

მ)სკოლის დირექტორის და კურატორი დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

9.სკოლის ბუღალტრის ფუნქციებია:

ა) საბუღალტრო დოკუმენტაციის გაფორმება და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა  სწორად და ეკონომიურად ხარჯვა;

გ) ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში დაწესებულებებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა  წარმოების უზრუნველყოფა;

დ)  სალაროს შემოსავალ-გასავლის სწორი აღრიცხვა და სალაროს წიგნში გატარება;

ე) ბანკის ოპერაციების აღრიცხვა, საგადასახადო დავალებების დროულად მომზადება, ვ) პერსონალის ხელფასების დარიცხვისა და დროულად გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების, ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;

თ) საგადასახადო ორგანოებში ყოველთვიური დეკლარაციების და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარდგენა;

ი) ბალანსის შედგენა;

კ) სკოლის დირექტორის და ფინანსური მენეჯერის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

  1. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას და მათ პერიოდულ ადაპტირებას;

ბ) სკოლის შინაარსობრივი და თემატური სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის (ანალიზის) მომზადებას და დირექტორისთვის წარდგენას, რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) შეხვედრების ჩატარებას კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან მიმდინარე საკითხებზე;

დ) საგნობრივი კათედრების წევრთა კომპეტენციის ხარისხის შეფასებასა და მათი პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელებას;

ე) გაძღოლის კონფერენციისთვის ინფორმაციის მიწოდებას სასწავლო პროცესის  უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის შესახებ;

ვ)  ავტორიზაციისათვის წარსადგენი თვითშეფასების მომზადებას;

ზ)        მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (კომპიუტერების, სასწავლო ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის და ა.შ.) მდგომარეობის ანალიზს და რეკომენდაციების გაწევას მის სრულყოფასთან დაკავშირებით;

თ) სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასების სისტემის განხორციელებას, შედეგების ანალიზს და რეკომენდაციების შემუშავებას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ი) რეკომენდაციების შემუშავებას  სასწავლო პროცესის სრულყოფის  მიზნით (წრეები, ცხრილები, დისციპლინა);

კ)         ავტორიზაციისათვის/აკრედიტაციისთვის თვითშეფასების პროცესის ორგანიზებას;

ლ) მასწავლებელთათვის რეკომენდაციების გაწევას საგნობრივი პროგრამების შემუშავებასა და სწავლების მეთოდების შესახებ; მასწავლებლის მიერ პორტფოლიოს წარმოების მონიტორინგის განხორციელება;

მ) კონტროლს მასწავლებლების მიერ სასწავლო საგნობრივი პროგრამების გაწერისა და შესრულების შესახებ;

ნ) მასწავლებელების პროფესიული განვითარების მიზნით, წინადადებების შემუშავება, ღონისძიებების, აქტივობების დაგეგმვა დირექტორთან შეთანხმებით;

ჟ) დირექტორისთვის ანგარიშის წარდგენა სასწავლო პროცესის   მიმდინარეობის, კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ;

რ) სკოლის დირექციის სხვადასხვა დავალებების შესრულება სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების გაუმჯობესებასთან მიმართებით.

 

  1. ინკლუზიური განათლების კოორდინატორის ფუნქციებია:

ა) შეიმუშავებს წლიურ სამუშაო გეგმას;
ბ) მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ადგენს მოსწავლის ინდივიდუალურ სამუშაო/სასწავლო გეგმებს; 
გ) ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის ინტეგრირებას სასკოლო გარემოში; 
დ) ზრუნავს შეზღუდული უნარების განვითარებაზე; 
ე) მუდმივად აწარმოებს საკუთარი საქმიანობის მონიტორინგს;                                                        ვ) ინკლუზიური განათლების კოორდინატორი პასუხისმგებელია:

ვ.ა. ინკლუზიური განათლების ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაზე;

 ვ.ბ.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლის მშობლებთან ეფექტურ თანამშრომლობაზე;

ვ.გ. თანატოლების სწორ ურთიერთობებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლესთან;

ვ.დ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლის მიღწევებზე.

 

  1. ექიმის/ექთნის ფუნქციებია:

ა) სკოლის პერსონალის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების  ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემა მოსწავლის სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების მიზნით;

დ)სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო რესურსის შესაძენად წერილობითი მოთხოვნის წარდგენა დირექტორთან;

ე)სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

  1. დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციებია:

ა)სკოლაში წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ)სკოლის შენობისა და ინვენტარის დაცვა;

გ) სკოლის  პერსონალისა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ)მოსწავლეთა შემოსვლა და გასვლის კონტროლი;

ე) ვიზიტორების შემოსვლა და გასვლის კონტროლი;

ვ) სკოლის პერსონალის მოსვლისა და წასვლის დროის დაფიქსირება და ყოველი კვირის დასაწყისში დირექტორისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება;

ზ) სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

თ)უცხო პირთა შემოსვლის აკრძალვა სკოლის შენობაში;

ი)დააფიქსიროს დღის განმავლობაში გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების დრო და დარღვევების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას;

კ)სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სკოლაში თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების და სხვა მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;

ლ) სკოლაში დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

  1. სხვა ტექნიკური პერსონალის: დირექტორის თანაშემწის, საცურაო აუზის მენეჯერის, ბუფეტის მენეჯერის, მძღოლის და დამლაგებლის ფუნქციები განისაზღვრულია სამსახურებრივი ინსტრუქციებით.

 

 

 

თავი IV. მოსწავლე

 

მუხლი 16. მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები

  1. სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

გ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;

ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა

გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის დირექციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;

ვ) პერიოდულად მოახდინოს სკოლის პერსონალის მუშაობის და სასწავლო პროცესის შეფასება; გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ;

ლ)მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;

მ)ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სასადილოს მომსახურებით;

ნ) მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის დებულებით და საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;

ო)იცნობდეს სკოლის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

პ)განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;

  1. მოსწავლე ვალდებულია:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით ისწავლოს ყველა სავალდებულო საგანი; რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;

ბ) დაიცვას სკოლის დებულება, შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;

გ)იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი;

დ)გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

ე)სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში;

ვ)ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი;

ზ)პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს.

  1. მოსწავლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, მოსაწავლის ქცევის კოდექსითა და ამ დებულებით.
  2. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის ქმნის აუცილებელ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის ინდივიდუალური სასაწავლო გეგმის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, შენობაში გადაადგილების ხელშეწყობაში თუ სხვა შეღავათების დადგენაში.
  3. სკოლა ყოველწლიურად მოსწავლესთან (კანონიერ წარმომადგენელთან/მეურვესთან/მზრუნველან) დებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას.

    

         

                

თავი V.  ზოგადი განათლების საფეხურები 

 

მუხლი 17.   ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები

 

  1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2.დაწყებითი საფეხური მოიცავს  I-VI კლასებს, საბაზო - VII-IX  კლასებს, საშუალო - X-XII კლასებს.

  1. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.

4.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;  

ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება.

5.საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; 

ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

  1. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;

ბ)დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

 

თავი VI. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანისა და დათხოვნის პირობები. შეფასების სისტემა

 

მუხლი 18. სკოლაში ჩარიცხვის წესი

1.სკოლის პირველ კლასში  ჩაირიცხებიან ბავშვები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. პირველ კლასში მოსწავლე ჩაირიცხება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა)განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ)დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; პირადი ნომერი;

გ)პირადობის მოწმობის ასლი ან პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე შესაბამისი ცნობა;

დ)2 ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ე)სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენლს შორის დადებული საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები, პასუხისმგებლობები და დავის წარმოშობის შემთხვევაში, მისი გადაწყვეტის მექანიზმები. ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით ან ერთ–ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობათა დარღვევისას.

  1. მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)მოსწავლის პირადი საქმე;

ბ)მიმდინარე შეფასება;

გ)ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

დ)ბრძანების ამონაწერი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

  1. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განთავსებულია ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია.
  2. მოსწავლე ან/და მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სკოლაში მიღებისას უნდა გაეცნოს სკოლის ავტორიზაციის/აკრედიტაციის მოწმობას, სკოლის წინამდებარე დებულებას, შინაგანაწესს, საგანმანათლებლო პროგრამებს  და  სკოლის საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა აქტებს.
  3. სკოლის, მოსწავლის ან/და მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) ურთიერთობები რეგულირდება წინამდებარე დებულებით და სკოლაში მოქმედი სხვა აქტებით.
  4. მოსწავლე კლასიდან კლასში გადაიყვანება დირექტორის ბრძანებით ეროვნული სასაწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

მუხლი 19. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

1.მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.

  1. I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

2.V-XII კლასებში  მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.

3.მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.

  1. V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
  2. დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
  3. მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით.
  4. წლის განმავლობაში გამოცდების/ტესტირებების მაქსიმალურ რაოდენობას კლასების მიხედვით ადგენს სკოლის დირექცია, კათედრებთან შეთანხმებით.

8.საფეხურიდან საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მოსწავლეს, რომელსაც საბოლოო ნიშანი მინიმუმ 5.0 ქულა ექნება.

 

 

თავი VI.  სკოლის დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

 

მუხლი 20. დისციპლინური დევნა

  1. პერსონალის და მოსწავლეების დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
  2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

 

მუხლი 21. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა საჩივრის განხილვა

  1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
  2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.
  3. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი.

 

თავი VII. სასწავლო პროცესის ორგანიზება

მუხლი 22. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები

  1. სკოლაში მიდინარე საგანმანათლებლო პროცესი რეგულირდება სასკოლო–სასწავლო გეგმით და გაკვეთილების ცხრილით. აგრეთვე მასწავლებლებთან შეთანხმებული წლიური სასწავლო კალენდარული გეგმით.
  2. სკოლის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო მომსახურება (I,II,III საფეხურზე) ფასიანია. სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება სკოლის მიერ.
  3. სკოლა მუშაობს ორ ცვლაში, ხუთდღიანი კვირეული დატვირთვით. გაკვეთილების, შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  4. სასწავლო წლის დაწყების, დასრულების თარიღს და არდადეგების ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლის დირექცია.
  5. წლიური კალენდარი და სასწავლო ცხრილი მტკიცდება დირექტორის ბრძანებით პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით.
  6. სკოლაში კლასების რაოდენობა დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე და საგანმანათლებლო (სასწავლო–აღმზრდელობითი) პროცესის განხორციელებისათვის საჭირო პირობებზე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით.
  7. სკოლას უფლება აქვს მოსწავლეთა მშობელების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნების გათვალისწინებით გახსნას გახანგრძლივებული ჯგუფები.

 

თავი VIII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

მუხლი 23. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  1. სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.

 

თავი IX. დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა

 

მუხლი 24. სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება

  1. სკოლის დებულებას შეიმუშავებს დირექტორის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
  2. სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.